- 14 საათის წინ
იტვირთება
ნაპოვნია 0 პოსტი
© 2022 - GeoSportNews
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის ამჟამინდელი კლუბი "ტენერიფე" ქართველის ყოფილ გუნდს "ანდორას" დაუპირისპირდა, შეხვედრა "ტენერიფეს" გამარჯვებით 77:75 დასრულდა.
მატჩის გადამწყვეტი ტყორცნა ქართველმა ცენტრმა შეასრულა, შერმადინმა 3 წამით ადრე ზუსტი 2-ქულიანი ისროლა, "ტენერიფეს" მოაგებინა, ხოლა "ანდორა" ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გაისტუმრა.
მთლიანად მატჩში შერმადინმა 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მისმა გუნდმა სეზონი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფში ითამაშებს.