ცნობილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” მომდევნო სეზონზე საუბრობს.
მან აღნიშნა, რომ ხვიჩა კლუბისთვის სასარგებლო შენაძენია, თუმცა, ნეაპოლელთა მთავარი ფეხბურთელი მაინც ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი იქნება.
“შესაძლოა, კვარაცხელიამ გუნდი მართლაც გააძლიეროს, თუმცა, ჩემთვის ნაპოლის წარმატება ოსიმენთან არის დაკავშირებული. არის კიდევ ლოზანო, რომელიც ნაკლებად შემტევია, ვიდრე – ოსიმენი, თუმცა, თავის შანსს ისიც მიიღებს. კვარაცხელია-ოსიმენისგან მართლაც კარგი დუეტის შექმნა შეიძლება, ამდენად, ვნახოთ, სპალეტი რას მოიფიქრებს”, – განაცხადა ფაბიო კაპელომ.
კომენტარები post