ინგლისის ჩემპიონშიფის მე-4 ტურში შოთა არველაძის “ჰალ სიტი” გასვლაზე “ბარნლის” დაუზავდა (1:1), რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია.
“ჰალ სიტიმ” ჩემპიონატზე ჩატარებული ოთხი მატჩიდან ორი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, 8 ქულით ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა და 20 აგვისტოს სტუმრად “ვესტ ბრომვიჩს” შეხვდება.
მოკლედ, “ჰალი” დაუმარცხებელია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ სეზონში პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს.
კომენტარები post