თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. მხარეებმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი თბილისურ კლუბში იასპარეზებს.
პარკაძე “დინამოს” აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული “თურანის” წინააღმდეგ შედგა.
აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
კომენტარები post