იტალიის სერია A-ში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით მალე კვარას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეუერთდება.
Transfermarket.it-ის ცნობით, “ვერონა” ძალიან ახლოს არის “ვოლფსბერგერის” ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დამატებასთან.
ცნობისთვის, “ვერონამ” გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში 53 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა და და კონფერენს ლიგაზე გამსვლელ “ფიორენტინას” 9 ქულით ჩამორჩა.
კომენტარები post