თურქული მედიის ცნობით, “ფენერბაჰჩემ” მესუთ იოზილს კონტრაქტი გაუწყვიტა. მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ისმაილ კარტალთან არსებული კონფლიქტი იყო.
მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მესუთს შოთა არველაძის “ჰალ სიტის” უკავშირებდნენ, რომელსაც კლუბის მფლობელი და შოთას ახლო მეგობარი, აჯუნ ილიჯალი იწვევდა.
ილიჯალსა და 33 წლის ფეხბურთელს კარგი ურთიერთობა აქვთ. თურქი ბიზნესმენი გერმანელს”ჰალ სიტის” აქციების ყიდვასაც კი სთავაზობდა, მაგრამ იოზილმა უარი განაცხადა.
კომენტარები post