ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ნაპოლიმ გლაზგოში რეინჯერსი 3:0 დაამარცხა და შოტლანდიურ გუნდს ყველაფერში აჯობა.
თუმცა, მარცხი კარგად ვერ მიიღეს მასპინძელმა ფანებმა, რომლებიც მატჩის შემდეგ ნაპოლის ფეხბურთელების მიმართ აგრესიას ავლენდნენ. როგორც Area Napoli წერს, რეინჯერსის გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფა მიაყენეს, ისევე, როგორც “აძურის” სხვა ფეხბურთელებს, როდესაც ისინი გამარჯვებას ზეიმობდნენ.
საქმეში სტიუარდების ჩარევა და უსაფრთხოების დერეფნის გაკეთება გახდა საჭირო. განსაკუთრებული აგრესიით გლაზგოური კლუბის ფანების ერთი დაჯგუფება გამოირჩეოდა – მათ ნაპოლის ფეხბურთელებზე თავდასხმა თამაშის დასრულების შემდეგ სცადეს, როცა იტალიური კლუბის რამდენიმე მოთამაშე ჯერ კიდევ მინდორზე იყო
კომენტარები post