ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული კლუბი ქობულეთის “შუქურა” დაშლის პირასაა.
“ევროპოპის” ინფორმაციით, “შუქურას” ფეხბურთელებს კუთვნილი ანაზღაურება 2.5 თვის განმავლობაში არ მიუღიათ, კლუბის ხელმძღვანელები კი ფეხბურთელების ზარებს არ პასუხობენ.
ხელფასების არგადახდის შემთხვევაში, დიდი შანსია, ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული გუნდი დაიშალოს, რადგან 5 ფეხბურთელის გარდა, დანარჩენ მოთამაშეებს კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით 1-ელი იანვრიდან შეეძლებათ.
“შუქურა” ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი 60 ქულით გახდა. რევაზ გოცირიძის გუნდმა გასულ სეზონში 28 თამაშიდან 19-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა, 6-ჯერ კი დამარცხდა.
კომენტარები post