ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა bobsoccer-თან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“ქართველები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. თვით არტისტები, მომღერლები და ბევრ რამეში იტალიელ შემსრულებლებზე ახდენენ ორიენტირებას. რაც შეეხება ხვიჩას, ბიჭი მაგრად თამაშობს. პირველ რიგში, ის სიმაღლეში 5-7 სანტიმეტრით გაიზარდა.
ეს სიომინმა მითხრა. ის იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩავიდა. მეორე – დისციპლინირებული გახდა, უკან ჩადის, მუშაობს. მართალია, სპალეტი ამბობს, რომ ქართველს დაცვაში მუშაობა არ უყვარს, ისე, როგორც ამას მისგან მოითხოვს, მაგრამ ფეხბურთელი ამას აკეთებს. თავდამსხმელთაგან ვის უყვარს უკან ჩასვლა?”
კომენტარები post