ხვიჩა კვარაცხელია კარიერას “ნაპოლიში” აგრძელებს, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად თავისი პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
ვარჯიშის შემდეგ კი იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩას შესახებ ისაუბრა.
“კვარაცხელია ახალი ჩამოსულია, ის თავიდანვე დავტვირთეთ და ვარჯიშზე ძალიან ნერვიულობდა, რის გამოც ცოტა გაუჭირდა.
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კვარაცხელიას ფიზიკურ კონდიციებში მოსამატებელი აქვს, თუმცა ამ პრობლემის გამოსწორება შეიძლება და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ”.– განაცხადა სპალეტიმ.
კომენტარები post