იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად სპეცია 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომელმაც კვარას შესახებ თქვა, რომ ის ვიქტორ ოსიმენის გოლის მომენტში ძალიან გულუხვი იყო და სწორედ ეს აჩვენებს გუნდურობას.
“ჩვენ გვჭირდება ოსიმენის და კვარაცხელია ხარისხი და ფანტაზია, რადგან ისინი კარისკენ მიმავალ გზას ხსნიან. ძალიან რთული იყო ამ მოედანზე საჭირო რიტმის პოვნა, რომელსაც მიჩვეული ვართ. მნიშვნელოვანია გუნდისთვის ხელმისაწვდომობა, რაც კვარამ ოსიმენის გოლის მომენტში გააკეთა, ის ძალიან გულუხვი იყო. სწორედ ეს არის ამ გუნდის თვისება, რაც ამ ბიჭებს აქვთ. დიახ, კვარაცხელია პენალტისტია, მაგრამ სხვებიც არიან, რომლებსაც დარტყმა შეუძლიათ. დღეს კვარამ ოსიმენს გოლი გაატანინა, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგ ჯერზე ოსიმენი კვარას გაატანინებს”, – თქვა სპალეტიმ.
კომენტარები post