“ნაპოლი” მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, რომელიც ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად მოიაზრება და იტალიაში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
ბოლო ვარჯიშის შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და გულშემატკივრების შეკითხვებს გასცა პასუხი. ერთი შეკითხვა გუნდის ახლაწვეულებს ხვიჩა კვარაცხელიას და მატიას ოლივეირას შეეხებოდა, თუ როგორ შეეწყობოდნენ ისინი გუნდს.
“მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები არიან, ასეთი დონის ფეხბურთელებს ნიჭი და გუნდის განკარგულებაში ყოფნისთვის ბუნებრივი გამოცდილება აქვთ, შესაბამისად, მზად არიან გუნდს დაუყოვნებლივ მოერგონ”,- განაცხადა სპალეტიმ.
კომენტარები post