“ნაპოლიმ” პრე-სეზონის მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ესპანურ “მალიორკას” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ და ფეხბურთელმა მატეო პოლიტანმა.
სპალეტი: “კვარაცხელიამ კარგად ითამაშა. მას მეტოქის მოტყუება შეუძლია და რამდენიმე სიტუაციაში არ გაუმართლა, მაგრამ ნამდვილად კარგად ითამაშა. კვარამ თავისი ტალანტი კიდევ ერთხელ აჩვენა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც იცის, განსხვავება როგორ შექმნას, თუმცა უნდა მოუმატოს, ისე, როგორც მთელმა გუნდმა.”
პოლიტანო: “ახალწვეულებიდან ყველაზე მეტად კვარამ გამაოცა. ის ახალგაზრდა, ძლიერი და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. მოდით, გაზრდის საშუალება მივცეთ და რამდენიმე თამაშს აუცილებლად მოგვაგებინებს.”
კომენტარები post