სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ “ნაპოლი” საკლუბო მატჩებს გარკვეული პრობლემებით ხვდება. გუნდს მთავარი დანაკლისი შემტევ ზონაში აქვს, სადაც ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ვიქტორ ოსიმენი და მატეო პოლიტანო.
იტალიურ მედიაში უკვე წერენ, რომ ამ პრობლემების ფონზე სპალეტიმ შესაძლოა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს და იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში “ტორინოს” წინააღმდეგ ხვიჩა მარცხენა ფლანგის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლისა” და “ტორინოს” დაპირისპირება 1 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება.
კომენტარები post