დღეს “ნაპოლი”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “ლივერპულს” უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას ტურნირზე დებიუტს მოუთმენლად ველით. “რეპუბლიკას” ცნობით, ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ავტოავარიაში მოყვა, ლავიწის მოტეხილობა აქვს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხელჯოხით მივიდა და ხალისიანად ისაუბრა:
“ოპერაცია გავიკეთე და ერთი თვე ასეთი ფიზიკური პრობლემით ყოფნა მომიწევს. ლოსანო მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა. ოსიმენმა ვარჯიში დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრის წინ მივიღებთ.
სტადიონზე 55 ათასი მაყურებლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენი გულშემატკივრების ყიჟინა “ენფილდამდე” მიაღწევს. ჩვენ შორის სხვაობა, პირველ რიგში, გამოცდილებაშია. ამიტომ ძალისხმევის გაძლიერება და “წითლებთან” შიშის გარეშე ბრძოლა გვჭირდება.
ეს ტურნირია, რომელზეც ფეხბურთელები ბავშვობიდან ოცნებობენ. აქ ძალიან მაღალი ტექნიკური დონეა და ყოველი გოლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. “ლივერპულთან” ერთი წუთითაც არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაგსაჯონ.
კომენტარები post