“ნაპოლის” ლეგენდარულმა მეკარემ რაფაელე დი ფუსკომ ლუჩანო სპალეტის გუნდის შესახებ ისაუბრა.
იტალიელის თქმით, “პარტენოპეი” ჩემპიონთა ლიგის მოგებას 3-4 წელიწადში შეძლებს.
“ჩემი აზრით, სკუდეტოს მოგების შემდეგ, “ნაპოლის” შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით იასპარეზოს. ლუჩანო სპალეტიმ ჩამოაყალიბა მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებიც 3-4 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებენ”. – განაცხადა დი ფუსკომ.
61 წლის ვეტერანი ფეხბურთელი “ნაპოლის” აღზრდილია. აღსანიშნავია, რომ რაფაელე ნეაპოლელთა ღირსებას იმ პერიოდში იცავდა, როდესაც “პარტენოპეიმ” სერია A 2-ჯერ, კოპა იტალია და უეფას თასი მოიპოვა.
კომენტარები post