მოგეხსენებათ, “ნაპოლი” დიმაროში იმყოფება, გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას კვლავ განაგრძობს. დღეს დილით მთავარმა მწრთვნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ალესიო ძერბინი დამატებით ავარჯიშა.
კვარაცხელიასა და ძერბინის შესახებ საუბრობს იტალიელი ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო.
“მე, რა თქმა უნდა, ქართველს მაღალი კლასის ფეხბურთელად ვთვლი, ჩვენს ფეხბურთში ყველაფერი გამოუვა. თუმცა, ეს აგრეთვე მიდგომაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია უცბად “აფეთქდეს” ან ამისათვის გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ მის დონეში ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს”.
“ძერბინიმ ზოგიერთ ასპექტში თამაში გააუმჯობესა. კარგი მონაცემები აქვს. კარგად
დარბის. ტექნიკის გაუმჯობესება სჭირდება, რადგან, როდესაც “ნაპოლიში” თამაშობ, ეს აუცილებელია”.
შეგახსენებთ, რომ კვარას დებიუტი “ნაპოლიში” 14 ივლისს შედგება.
კომენტარები post