“ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი სალვატორე ბანი, ლუჩიანო სპალეტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ქართველისთვის მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
“პირველად ხვიჩა მაშინ ვნახე, როდესაც 15 წლის იყო და მის შესაძლებლობებში ეჭვი არ შემპარვია. მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ ინსინიეს მემკვიდრეობა მძიმეა, თუმცა კვარაცხელია ხასიათითა და გამბედაობით გამოირჩევა. როცა სპალეტიმ ის საჯაროდ გააკრიტიკა, ეს მხოლოდ მისთვის და მისი პროგრესისთვის გააკეთა.”– განაცხადა ბანიმ.
შეგახსენებთ, რომ ახლა ხვიჩა საქართველოში იმყოფება და ნაკრებთან ერთად ემზადება. 23 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
კომენტარები post