Setanta sports 1-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა, რომელიც იმ მცირე პერიოდს ეხება, რომელიც ხვიჩამ ნეაპოლში გაატარა. ამ პერიოდის შესახებ თავად კვარამაც ისაუბრა.
“უკანასკნელ 2 თვეში ბევრი რამ შეიცვალა, ადაპტაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, შეიძლება ჯერ ბოლომდე არ ვარ ადაპტირებული, მაგრამ ძალიან კარგად დამხვდნენ ფეხბურთელები და ძალიან კარგი გარემოს გუნდში. უფრო დამოუკიდებელი გავხდი.
ყველაზე მეტად პირველ დღეს გამოიჭირა. მერე უკვე ძალიან თბილად მიმიღეს ბიჭებმაც და სამწვრთნელო შტაბმაც. ნაპოლის სტადიონი სასწაულია და გულშემატკივრები ამას კიდევ უფრო ალამაზებენ.
სპალეტიმ მითხრა, რომ კარგად ვთამაშობდი ერთი-ერთზე, კარგად მივდივარ დრიბლინგებზე, მაგრამ გუნდთან ერთად უფრო მეტად უნდა მეთამაშა და დაცვაშიც დავხმარებოდი.
ყველაზე კარგად მარიო რიუმ მიმიღო, დამხვდა, ყველაფერი ამიხსნა.
უფრო მეტს ვვარჯიშობ, უფრო სხვა თვალით შეხედე ვარჯიშს. დილით რვის ნახევარზე ვდგები და მოვდივარ ბაზაზე საათი-საათ ნახევრით ადრე.”– განაცხადა კვარაცხელიამ.
კომენტარები post