ქართული ფეხბურთის ლეგენდამ შოთა არველაძემ News Makers-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და იმ ფაქტსაც შეეხო, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ხვიჩას ადრეულად ცვლის.
“სპალეტის აქვს ყველაზე მარტივი მიდგომა, მან იცის, რომ შემდეგი თამაში აქვს 3 დღეში და როდესაც ეს თამაში უკვე მოგებული გაქვს და პირველი, ვინც სჭირდებოდა შემდეგ თამაშში მოსაგებად იყო კვარაცხელია, აიღო და გამოცვალა. ჩემი აზრით, ეს იმის აღიარებაა, რომ შემდეგ თამაშში პირველი, ვინც სჭირდებოდა იყო ხვიჩა კვარაცხელია.
მას ბევრი 90 წუთის თამაში მოუწევს და გულშემატკივარი ბევრჯერ ნახავს მის შესანიშნავ თამაშს.”– განაცხადა შოთამ.
კომენტარები post