სექტემბრის სანაკრებო პაუზის წინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:
“სპალეტის ვეთანხმები, ხვიჩა არის ისეთი მოთამაშე, რომელსაც მოედანზე უფრო მეტი თავისუფლება უნდა მისცე, ბულგარეთთან 0:0-ის შემდეგ ხვიჩას ვუთხარი, რომ ყოველთვის მარტო ვერ მოიგებს. ის ბევრს მუშაობს და ჯერ კიდევ 21 წლისაა, ბევრს შრომობს და მიზანს მიაღწევს. სპალეტის სიტყვები კი იმას ემსახურება, რომ კვარა მომავალში უფრო კარგი იყოს”,- განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, 26 სექტემბერს კი გიბრალტარს ესტუმრება
კომენტარები post