ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

სპორტკომპლექსი არენა სპორტული ცხოვრებისთვის - რას გვთავაზობს არენა მოლი


  • 3 თვის წინ
სპორტკომპლექსი არენა სპორტული ცხოვრებისთვის - რას გვთავაზობს არენა მოლი

სპორტკომპლექსი "არენა" თბილისში ერთ-ერთი საუეკთესო ადგილია სპორტული ინვენტარის შესაძენად. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ საცურაო აუზით, ფიტნეს დარბაზით და სხვადასხვა მაღაზიებით, რომლებიც თქვენ სპორტულ ცხოვრებაზე და სისანჯაღეზე იზრუნებენ.

არენას სივრცეში ფუნქციონირებს: ორი 25 მეტრიანი საცურაო აუზი, საუნა, სამი ღია გასარუჯი ვერანდა, ორი ღია ბარი, ბავშვთა საჭყუმპალაო აუზი, ჯაკუზი, სატრენაჟორო დარბაზი, ტირი, მასაჟი, კრივის, მეკლდეურობის, ფარიკაობის, უშუს, ტანვარჯიში, წყალბურთის, სინქრონული ცურვის, ცურვის, კარატის, ბეისბოლის, მაგიდის ჩოგბურთის, იოგას, პილატესის, ცეკვის, ხატვის, ძერწვის და სხვა სექციები და წრეები. ასევე არენა 1-ის მისაღებ ჰოლში განთავსებულია საქართველოში პირველი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების მოლი. არენა მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობასა და კომფორტზე.

სპორტული მოლი აერთიანებს საშოპინგო სივრცესა და სპორტული აქტივობების ნაწილს. მოლის პირველივე სართულზე შეგიძლიათ ისარგებლოთ მაღაზიებით, რომლებიც სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარებაზე იზრუნებენ.

მაგალითისთვის შეგვიძლია წარმოგიდგინოთ მაღაზია "ფიტრუმი". ამ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ და მოირგოთ თქვენთვის სასურველი, მრავალფეროვანი, კომფორტული და მოდური სავარჯიშო სამოსი.

ამასთანავე ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ სპორტკომპლექს "არენაში" შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთ-ერთი სპორტული მაღაზია "სფორთით", სადაც სასურველ სპორტულ ინვენტარს შეიძენთ.

იმათ, ვისაც გსურთ შეიძინოთ ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ველოსიპედები და მისი ყველა ინვენტარი, "არენაში" მობრძანებისას, ერთ-ერთ საუკეთესო მაღაზიას "ALL BIKES" შეგიძლიათ ესტუმროთ. 

აღნიშნული და წარმოდგენილი მაღაზიების გარდა სპორტომპლექსში კიდევ ბევრი მაღაზია დაგხვდებათ, რაც ძალიან დიდ სპორტულ არჩევანს გპირდებათ. შესაბამისად, ისღა დაგრჩენიათ ესტუმროთ "არენას" და შეიმოსოთ საუკეთესო სპორტული ტანსაცმლით ან გამოიყენოთ სპორტული ინვენტარი თქვენი კარიერის გასაუმჯობესებლად.

ასევე დაგაინტერესებთ