სოციალურ ქსელებში თბილისში, “ნაძალადევის” მეტროსადგურის უკან მდებარე ტერიტორიაზე, სტადიონის ბოქლომით ჩაკეტვას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოქალაქეები წერენ, რომ სპორტულ ნაგებობაში შესვლას ვერ ახერხებენ.
ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, წერს: “გამარჯობა. უკვე ერთი კვირაა, ნაძალადევის მეტროს უკან მდებარე სტადიონი ასეთ სიტუაციაშია – ჩაკეტილია და არ ხსნიან არც დილით, არც საღამოს. დღეს მივედით, გამოვარდნენ და თქვეს, რომ ეს ყველაფერი მთავრობამ გააკეთა, მაგრამ ვიცი, რომ სიცრუეა, იმიტომ, რომ პირველი რესტავრაციის დროს, როცა მუშები მუშაობდნენ, კარების დაკეტვაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ქალბატონი ყოველდღე კეტავს სტადიონს იმიტომ, რომ ხმაური აწუხებს.”
კომენტარები post