კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “საბურთალომ” “სტიაუას” უმასპინძლა და მეტოქე 1-0 დააამარცხა.
თბილისელთაგან მატჩის ერთადერთი გოლი ნონიკაშვილმა 41-ე წუთზე გაიტანა.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე “სტიაუას” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონ პეტრეამ მედიის შეკითხვებს უპასუხა.
“რთული თამაში იყო, არ ველოდით, რომ ასე ვითამაშებდით, მაგრამ შედეგით კმაყოფილი არ ვარ, გვქონდა შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ბუნებრივია შედეგით უკმაყოფილოები ვართ.
მეორე თამაშშიც რთულ მატჩს მოველით, რადგანაც საბურთალომ ძალა დაგვანახა დღესაც, ასევე, პარტიზანთან ორივე მატჩში. სწორედ ამიტომ უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ შემდეგ მატჩში, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლას ვერ მოვახერხებთ.
საბურთალომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მათ ბევრი მომენტი შექმნეს და ჩვენ ზეწოლიდან ამოსვლა გვიჭირდა და ჩვენს თამაშს ვერ ვაჩვენებდით.
ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია ამ ბარიერის დაძლევა და მომდევნო ეტაპზე გასვლა, 2 ბურთით მოსაგებად უფრო მეტი შრომა უნდა ჩავდოთ, სხვანაირად სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.”– განაცხადა პეტრეამ.
კომენტარები post