იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე ინტერს ესტუმრა და 1:3 წააგო.
წინა ტურში მცირე ტრავმის გამო გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ, ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მოედანზე 67 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში კი გაშვებული გოლების მიუხედავად, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა.
ლუკას თამაში საკმაოდ დადებითად შეაფასეს იტალიურ მედიაში:
“ევროსპორტი”: “სუფთა თამაში, განსაკუთრებული და აშკარა შეცდომების გარეშე. ის მოედანზე რჩება მიუხედავად თავზე სახვევებისა”
Cremonaoggi: “თავის ტრავმის მიუხედავად დაცვაში საუკეთესო იყო”
calciocremonese: “ქართველი ძნელად დასაძლევი კაშხალია. მიიღო დარტყმები, იბრძოდა და მეტოქეებს კარგად იყვანდა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო”
კომენტარები post