საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წინასწარი განაცხადი გააკეთა ტაშკენტის გრანდ სლემზე, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი 3-5 მარტს უმასპინძლებს. ამჟამინდელი ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 10 ქართველი ძიუდოსტი (8 კაცი, 2 ქალი) მიიღებს.
განაცხადის თანახმად, საქართველოს კაცთა ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სამაგიეროდ, გაორებულია 90 და 100 კგ-ები.
ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.), ლევან გუგავა (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
ცნობისთვის, შარშან ტაშკენტში გრანდ სლემი არ ჩატარებულა, 2021 წელს კი უზბეკეთში ასევე 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, თუმცა, მედალი ვერცერთმა აიღო.
კომენტარები post