ესპანური ევროსპორტის MMA ჟურნალისტი ლაურა ფერნანდეს ბინილიას ინფორმაციით, UFC-ში ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი, ედსონ ბარბოზა იქნება.
წყაროს ცნობით მებრძოლებს შორის დაპირისპირება 29 ოქტომბერს არის ჩანიშნული და ბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართება.
36 წლის ედსონ ბარბოზა UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის მე-13 ნომერი გახლავთ. ბრაზილიელს კარიერაში 33 პროფესიონალური ბრძოლა გაუმართავს, აქედან 22 მისი გამარჯვებით დასრულდა. თოფურიას კი UFC-ში 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული და არცერთხელ არ დამარცხებულა.
კომენტარები post