საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი, თბილისში არსებულ ქალთა დაეხმარა და ბურთები აჩუქა.
94-ე სკოლის ქალთა გუნდის, FC Genie-ს მფლობელმა, ქეთა ლეჟავამ განაცხადა ამის შესახებ.
“სასწაული ამბები ხდება ჩემს თავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ჩემს გუნდს ბურთები აჩუქა რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. ძალიან დიდი მადლობა ოქრიი” – წერს ქეთა ლეჟავა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი სულ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში, “ჩონბუკში” გადაბარგდა.
კომენტარები post