“მილანისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიკაშ დორასომ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ვარჯიშის დროს მას თანაგუნდელ ჯენარო გატუზოსთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც კახა კალაძემ ის დაიცვა.
“კალაძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, გზაც ერთი გვქონდა, თუმცა არასდროს ვსაუბრობდით. მაშინაც კი, როდესაც ერთ მაგიდასთან ვისხედით და ვჭამდით. ერთ დღეს, ვარჯიშზე ჯენარო გატუზოსთან შელაპარაკება მომივიდა, მან ხელიც დამარტყა, კალაძემ კი დამიცვა. მან გატუზოს უთხრა, რომ მსგავსი რამის გამეორების შემთხვევაში დედას უტირებდა. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან როგორც გითხარით, არ ვკონტაქტობდით”, – განაცხადა დორასომ.
კომენტარები post