რობერტ ლევანდოვსკის სატრანსფერო საგა იმით დასრულდა, რომ პოლონელი ფეხბურთელი კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” აგრძელებს და თავის ახალ გუნდთან ერთად უკვე ემზადება მომავალი სეზონისთვის.
ლევანდოვსკის ტრანსფერს “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა გამოეხმაურა.
“ლევი “ბაიერნისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მაგრამ გუნდის გული ისევ იქ არის – ნოიერი, კიმიხი, ტომას მიულერი. ბრწყინვალე ტრანსფერებიც გაჩარხეს.
როცა “რეალი”, “ბარსა” ან “ბაიერნი” გეძახის, ყველა ფეხბურთელს უნდა წასვლა! დანარჩენებს მეტის გადახდა უწევთ”,- განაცხადა გუარდიოლამ.
ლევანდოვსკი და გუარდიოლა ერთად 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
კომენტარები post