Daily Mail-ის ინფორმაციით, ლეგენდარული კრიშტიანო რონალდო შეფ-მზარეულს ეძებს, რომელიც პორტუგალიაში, კვინტა და მარინას რეგიონში, მის სასახლეში დასაქმდება.
საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, საჭირო კანდიდატურა ვერ შეარჩიეს. მათი სურვილია, რომ შეფ-მზარეულმა შეძლოს სუშის, ტრადიციული პორტუგალიური კერძებისა და სხვა ქვეყნების კერძების მომზადება.
თუ საჭირო კანდიდატი მოინახა, კრიშტიანო მას ხელფასის სახით თვეში 5100 ევროზე მეტს გადაუხდის.
კომენტარები post