“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის ახალწვეულზე, ფრანკ კესიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ლაპორტას თქმით, კლუბი ბედნიერია ამ ტრანსფერით.
“კოტდ’ივუარელი ნახევარმცველის დამატებით კმაყოფილები ვართ. ყველამ იცის, რომ ბრწყინვალე პროფესიონალია. “ბარსელონაში” გადმოსვლა უნდოდა და ეს სურვილი ორმხრივი იყო”.
“აქამდე კატალონიური გრანდის ღირსება იაია ტურეს დაუცვია, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, კესიე “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება”.
“ხავის ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელი სურდა და კლუბმა ყველაფერი გააკეთა ამ ტრანსფერის დასახურად”- განაცხადა ლაპორტამ.
კომენტარები post