ჩოგბურთის დიდი სამეულის წევრი, რაფაელ ნადალი უიმბლდონიდან მუცლის კუნთის ტრავმის გამო მოეხსნა და ნიკ კირიოსი ფინალში უბრძოლველად გაუშვა.
უიმბლდონის 2 გზის ჩემპიონი მეოთხედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდა და მეტოქე მარათონულ ბრძოლაში, 5 სეტში დაამარცხა. შეხვედრა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ნადალს მატჩის განმავლობაში სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
მატჩის შემდეგ ესპანელმა ისიც განაცხადა, რომ თამაშის დროს სერიოზულად ფიქრობდა დანებებაზე.
ესპანური მედიის ინფორმაციით, მუცლის კუნთი ნადალს 7 მილიმეტრზე გაუწყდა და ექიმების რეკომენდაციით ტურნირიდან მოხსნა გადაწყვიტა.
კომენტარები post