ტორონტოს იტალიელმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ძალიან პოზიტიურად ილაპარაკა და თქვა, რომ ნაპოლის ქართველის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
იუვენტუსის ყოფილი შემტევი დარწმუნებულია, რომ ამჟამად კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე მაგარი ფეხბურთელია:
“ნაპოლი სიგიჟეებს აკეთებს და ექსტრაორდინალური ფეხბურთელი ჰყავს – კვარაცხელია. ჩემი აზრით, ის სერია A-ში საუკეთესოა. წლების განმავლობაში ასეთი სრულყოფილი მოთამაშე არ მინახავს – კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკურად ძლიერია, ბევრს დარბის, ინტელექტი, შეუპოვარი ხასიათი და დამანგრეველი სიჩქარე აქვს. ნაპოლის ზაფხულში მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება”, – თქვა ფედერიკომ “გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში.
კომენტარები post