უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ. მიზეზი კი მაღალი ტემპერატურაა, რომელიც ფეხბურთელს მატჩის დაწყებამდე აღენიშნებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა მას თამაშის საშუალებას არ აძლევს და დიდი ალბათობით ქართველი ეროვნულ ნაკრებს გიბრალტართანაც ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველო მომდევნო შეხვედრას 26 სექტემრებს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.
კომენტარები post