მოგეხსენებათ, გუშინ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად გვაუწყა, რომ კრიშტიანო რონალდო “მანკუნიანელთა” ღირსებას აღარ დაიცავს.
რონალდო, სოციალური ქსელის მეშვეობით, გულშემატკივრებს თბილად დაემშვიდობა და კლუბს წარმატებები უსურვა.
ესპანური Marca-ს ცნობით, კრიშტიანოს დამატებისთვის “ნიუკასლი” და “ალ ნასრი” იბრძოლებენ.
ინგლისელები ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობენ, რადგან კრიშტიანოს ევროპაში დარჩენა სურს. “კაჭკაჭები” ამ სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. კლუბის თავკაცი ედი ჰაუ პორტუგალიელის ტრანსფერს მიესალმება.
რონალდო “მანჩესტერ იუნაიტედში” 2020 წელს “იუვენტუსიდან” დაბრუნდა. “წითელი ეშმაკების” მაისურით ჯამში 346 მატჩი გამართა, თავი კი 145 გატანილი გოლითა და 46 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
კომენტარები post