“დინამო თბილისის” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაც დაიწყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიფია მზადაა კლუბი დაახლოებით 25-30 მილიონ ლარად გაყიდოს.
ფიფია ერთ-ერთ ვარიანტად კლუბში ახალი ინვესტორის მოსვლასა და მის მიერ გარკვეული წილის შეძენას განიხილავს. თუ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდა, ფიფია “დინამოს” კონკრეტული რაოდენობის აქციების მფლობელის სტატუსს მაინც შეინარჩუნებს.
კომენტარები post