ირაკლი აზაროვი მომდევნო სეზონიდან “ცრვენა ზვეზდას” ღირსებას დაიცავს, ტრანსფერის გაოფიციალურებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.
ბუნებრივია, “დინამო” გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვით საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ სარგებელს ნახავს – აჭარლები სერბული გუნდისგან აზაროვის ტრანსფერით 300,000 ევროს მიიღებენ, ამასთან ერთად, მომდევნო ტრანსფერის 20%-საც დაესაკუთრებიან.
როგორც ირკვევა, 20 წლის ფეხბურთელი “ცრვენა ზვეზდამ” უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა წარადგინოს.
კომენტარები post