არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია მალე ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.
იტალიური მედიის ცნობით, დი მარია მომავალ კვირას ტურინში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
მოგეხსენებათ, დი მარიამ “პსჟ” ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა პარიზული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა აქტივში.
კომენტარები post