ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და წინა-სასეზონო შეკრებაზე შესანიშნავად გამოიყურება.
ხვიჩამ უკვე 2 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ მატჩებში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ქართველი და არა მარტო ქართველი გულშემატკივრები კვარას ოფიციალურ დებიუტს მოუთმენლად ელიან.
სერია A სტარტს 13 აგვისტოს აიღებს, “ნაპოლი” პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი 15 აგვისტოს “ვერონას” წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები post