მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკი ამიერიდან კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. ტრანსფერი უკვე გაოფიციალურდა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და გუნდთან ერთად ივარჯიშა ამერიკაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ამხანგურ შეხვედრაში “ბარსამ” “ინტერ მაიამი” ანგარიშით 0:6 გაანადგურა. ესპანელებმა საკმაოდ ლამაზი თამაშით შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
რობერტ ლევანდოვსკი გუნდს ამ შეხვედრაში არ დახმარებია და სათადარიგო სკამიდან მოუწია თამაშის ყურება. თუმცა ახლა უკვე დაზუსტებით, ცნობილია, რომ პოლონელის დებიუტი 24 ივლის “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ შედგება. ( ამხანაგური მატჩი)
კომენტარები post