დღეს სტარტი აიღო ATP-ის ჰამბურგის 500 ქულიანმა ტურნირმა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ტურნირის 2-გზის გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
ბასილაშვილი ტურნირში ხვალ ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე რუსი ჩოგბურთელი, ასლან კარაცევი იქნება. აქამდე ბასილაშვილი კარაცევს 5-ჯერ დაუპირისპირდა, 4 შემთხვევაში კი გამარჯვება ქართველ ჩოგბურთელს დარჩა.
გამარჯვების შემთხვევაში ტურნირის მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე კორიასა და გალან-რივეიროსს შორის გამარჯვებული იქნება.
კომენტარები post