ბუდაპეშტში დაგეგმილ გრანდ სლემის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ტურნირს საქართველოს ნაკრების ლიდერი, ეთერ ლიპარტელიანი გამოაკლდა.
ეთერ ლიპარტელიანი, 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში უნდა გამოსულიყო, თუმცა ტურნირის განაცხადში აღარ არის. ამგვარად, ქალთა გუნდი ტატამზე მხოლოდ 2 ძიუდოისტით იქნება წარდგენილი: მარიამ ჭანტურია (78 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი ბოლოს ივნისის დასაწყისში თბილისის გრანდ სლემზე გამოვიდა და უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი დაამარცხა.
კომენტარები post