ხორვატიის დედაქალაქ, ზაგრებში დაგეგმილ გრან პრიზე, საქართველოს ნაკრები ცვლილებებით იასპარეზებს.
თავდაპირველი ვერსიით, მოახლოებულ შეჯიბრში საქართველოს ვაჟთა ნაკრების 8 წარმომადგენელი უნდა გვეხილა, თუმცა, მათი რიცხვი ათამდე გაიზარდა.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანის ნაცვლად, განაცხადში მოხვდა გიორგი სარდალაშვილი, 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილთან ერთად, ტატამიზე გიორგი ტერაშვილი გავა, 81 კგ-ში კი, ტატო გრიგალაშვილის გარდა გიორგი შერაზადაშვილს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ზაგრების გრანდ სლემზე 71 ქვეყანა იასპარეზებს.
კომენტარები post