ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

„თუ რეალს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ მოსწონს, მაშინ ამ ტურნირზე არც უნდა ითამაშოს“- პსჟ-ს პრეზიდენტი


  • 1 კვირის წინ
„თუ რეალს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ მოსწონს, მაშინ ამ ტურნირზე არც უნდა ითამაშოს“- პსჟ-ს პრეზიდენტი

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, სუპერლიგაზე ისაუბრა, რომლის პროექტი უკვე ჩაიშალა. მოგეხსენებათ, სუპერლიგას სათავეში ფლორენტინო პერესი 11 სხვა ევროპულ  გუნდთან ერთად ედგა.  

"სუპერლიგა მკვდარია, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აღნიშნა, თუმცა როგორც ჩანს, ამ ტურნირზე თამაში არ მოსწონს.

თუ მათ არ მოსწონთ ეს ტურნირი, მაშინ ამ ტურნირზე არც უნდა ითამაშონ.“ - თქვა "პსჟ-ს" პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ერთი თვის წინ თავისი მეთოთხმეტე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო

ასევე დაგაინტერესებთ