“ჩელსი” რომელუ ლუკაკუმ დატოვა და მისი წასვლის შემდეგ 9-ნომრიანი მაისური ჯერ კიდევ თავისუფალია. ლონდონური კლუბის სხვა ფეხბურთელები ამ ნომრის აღების მიმართ ინტერესს არ იჩენენ, რაზეც თომას ტუხელმა ისაუბრა:
“დაწყევლილია, დაწყევლილია. როგორც ხალხი მეუბნება, დაწყევლილია. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მას თავისუფალს ტაქტიკური მიზეზების გამო ვტოვებთ, იმ ფეხბურთელისთვის, რომლითაც ვინტერესდებით, მოვა და აიღებს”.
“9 ნომერზე დიდი მოთხოვნა არ ყოფილა. ფეხბურთელებს ზოგჯერ ნომრების შეცვლა სურთ, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მასთან შეხება არავის უნდა”.
“ყველა, ვინც ამ კლუბში ჩემზე დიდი ხანია იმყოფება, მეუბნება: “ხედავ, იმ ფეხბურთელს 9-ნომრიანი მაისური ეცვა და ვერ იტანდა, ეს ფეხბურთელიც იყო ცხრიანი და ისიც ვერ ახერხებდა გოლების გატანას”. ასე რომ, ახლა ისეთი მომენტია, როდესაც 9 ნომერთან შეხება არავის სურს”,– განაცხადა ტუხელმა.
კომენტარები post