ტოკიოში სექტემბრის (აკი) ბაშო გრძელდება, რომელშიც ლევან გორგაძემ მეშვიდე ბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინი იაპონელ ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ჰიკიოტოშის ილეთით გაიმარჯვა. ლევანის ბალანსი ამ დროისთვის 3 მოგება და 4 მარცხია.
სექტემბრის ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იქნება, რომელსაც აკი ბაშოზე 5 მოგება და 2 მარცხი აქვს.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post