რუსეთი თითქმის მთელმა სპორტულმა სამყარომ გამიჯნა და შესაბამისად სერიოზული კრიზისის წინაშეც დადგა ოკუპანტი ქვეყანა.
ამ ვითარების ფონზე პუტინს მხარდაჭერა ყოფილმა რუსმა მოკრივემ, ალექსანდრ პოვეტკინმა გამოუცხადა.
“მთავარი ძალა სიმართლეა. სერგეი ბოდროვის ცნობილი ფრაზა აღწერს იმ ვითარებას, რომელიც ახლა უკრაინაშია. ადრეულადაც სიმართლის სადიდებლად ვიბრძოდით, მაშინ როდესაც დონბასში სლავები ნადგურდებოდნენ.
მე მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომ დავიცვათ უდანაშაულო მოსახლეობა და ვიბრძოლოთ ნაცისტებისა წინააღმდეგ, მათი ვინაობის მიუხედავად.
დასასრული ყველა ომს აქვს. იმედი მაქვს, რომ გამონაკლისი არც ეს იქნება და ყველაფერს წერტილი უახლოეს დღეებში დაესმევა,” – თქვა პოვეტკინმა.
კომენტარები post