ლეგენდარული არგენტინელის შვილმა – დიეგო მარადონა უმცროსმა, “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი ლუჩანო სპალეტია.
“ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშე ლუჩანო სპალეტია, იტალიელმა გუნდის მენტალიტეტი შეცვალა, “პარტენოპეი” გასულ ზაფხულს არაერთმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ლუჩანომ ახალი და სრულიად უცნობი ფეხბურთელებისგან უძლიერესი გუნდი შექმნა, სპალეტიმ მათი ხარისხი ყველაზე კარგად იცის” – განაცხადა მარადონამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს ცხრილში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს. “პარტენოპეი” მე-20 ტურის მატჩს 29 იანვარს “რომას” წინააღმეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს.
კომენტარები post