ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

უეფას პრეზიდენტი სუპერლიგაზე: "ჩემთვის ეს პროექტი სამუდამოდ დაიხურა"


  • 1 თვის წინ
უეფას პრეზიდენტი სუპერლიგაზე: "ჩემთვის ეს პროექტი სამუდამოდ დაიხურა"

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ირწმუნება, რომ ევროპის სუპერლიგის პროქტი დახურულია სამუდამოდ ან მინიმუმ ოცი წლით.  

"ამის სუპერლიგად მოხსენიება არ მომწონს, რადგან ეს ყველაფერია, სუპერლიგის გარდა. ჩემთვის ეს პროქტი ერთხელ და სამუდამოდ დაიხურა, უკიდურეს შემთხვევაში კი 20 წლით მაინც". 

"არცერთი ფედერაცია არ არის ვალდებული, იყოს უეფას წევრი. მათ აქვთ ყველა უფლება, რათა საკუთარი უეფა შექმნან, ჩაატარონ საკუთარი შეჯიბრებები, მაგრამ ჩვენი წესების თანახმად, თუკი სხვა ტურნირში გამოდიხართ, ჩვენთან ვეღარ ითამაშებთ" - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში ევროპის 12-მა კლუბმა სუპერლიგის შექმნა დააანონსა.  საბოლოოდ ეს პროქეტი არ მოეწონათ, მათ შორის გულშემატკივრებს, შედეგად კი  კლუბებმა  სუპერლიგა დატოვეს. 

ასევე დაგაინტერესებთ